-
2014-09-30 22:39
მერის მეუღლე თინათინ თინიკაშვილი უკვე 5 თვის ფეხმძიმეა. თუმცა, ოჯახის წევრებს პატარას სქესი ამ დრომდე არ გაურკვევიათ.
უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერის მეუღლე გაგუას სახელობის კლინიკაში იმშობიარებს.
„კვირა“ დავით ნარმანიას სიდედრს ნონა თინიკაშვილს გაესაუბრა.
„თიკა მეუღლესთან ერთად გერმანიაში იმყოფება... პატარას სქესი ჯერ არ ვიცით… სპეციალურად არ იგებს.
სიურპრიზი იქნებაო, ასე ამბობს… ვინც გინდა იყოს, მაინც უნდა გავაჩინოო, მთავარია ბავშვი ჯანმრთელი იყოს... გაგუას სახელობის კლინიკაში იმშობიარებს. ჩემი ორივე შვილიშვილი გაგუას კლინიკაში დაიბადა.
დავითიც ძალიან გახარებულია. მარტო დავითი კი არა, ჩვენც, მთელი ოჯახი. ბევრ შვილს ამ ქვეყნად რა სჯობს. კოკოს ძალიან უყვარს უმცროსი ძმა ილია-დენისი. გახარებულია, რომ კიდევ ერთი პატარა იქნება სახლში.
პატარას ილია პატრიარქის პატივსაცემად დაარქვეს. დიდ პატივს სცემენ პატრიარქს. თავად თიკამ დენისი არჩია და ეს სახელი მოსწონდა. ამიტომ ილია-დენისი დავარქვით. უფროსს კი კონსტანტინე ჰქვია, მოფერებით კოკოს ვეძახით. ბავშვები უკვე მონათლულები არიან.
რაც დავით ნარმანია დედაქალაქის მერი გახდა არაფერი შეცვლილა, არც ჩვენს ოჯახში და არც ჩემს შვილთან… ყველას ძალიან უხარია, რომ თიკას მეუღლემ დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს თბილისის მერია. თუმცა, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ისევ „მარშრუტკით“ დავდივარ...“ - აღნიშნა ნონა თინიკაშვილმა.
