
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლის თაობამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა იმ ანკეტის ფორმა, რომელიც დღეს თბილისის გამგეობების თანამშრომლებს შესავსებად დაურიგეს.
ანკეტაში მნიშვნელოვანია მე-5 და მე-6 პუნქტი, რომელშიც მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებმა უნდა მიუთითონ იყვნენ თუ არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი.
მე-12 პუნქტში თანამშრომლებმა კონკრეტულად უნდა ჩამოთვალონ იყვნენ თუ არა საზღვარგარეთ და რა მიზნით, უნდა მიუთითონ ნათესაური კავშირები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. კითხვარში მე-14 პუნქტად დაფიქსირებულია შეკითხვა : "იყავით თუ არა თქვენ და თქვენი ახლო ნათესავები ტყვედ?!"