
საქველმოქმედო ორგანიზაცია Wehelp.ge-ს ანგარიშზე „ყინულიანი წყლის გადასხმის აქციის“ დაწყებიდან დღემდე 100 000 ლარი შევიდა. „ლიბერალთან“ საუბრისას Wehelp.ge-ს თანადამფუძნებელმა, ბორის კიკნაძემ აღნიშნა, რომ აქციის დაწყებამდე ფონდში შენატანი ძალიან მცირე იყო, თუმცა შემდეგ როგორც ორგანიზაციის ცნობადობა, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
კიკნაძე ასევე ამბობს, რომ ძირითადად შენატანი 10-20 ლარს შეადგენს.
Wehelp.ge ფინანსურად ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთა სიცოცხლეც საფრთხეშია. ორგანიზაცია 2013 წლის სექტემბერში ბორის კიკნაძემ, დავით ხოსროშვილმა და უჩა მაისურაძემ დააარსეს.
„ჩვენი მიზანი იყო, გაგვემარტივებინა გადარიცხვის გზები, დაგვენერგა ახალი ტექნოლოგიები ქველმოქმედებაში. მთავარი მიზანი კი რა თქმა უნდა, სიცოცხლის გადარჩენაა“- ამბობს Wehelp.ge-ს თანადამფუძნებელი.
წყარო: http://www.liberali.ge/ge/liberali/news/119742/