-
2014-08-13 08:37
ქართულ ენაზე გამოცემული და 5-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის გამიზნული, ილუსტრირებული წიგნი „სიყვარულის ანაბანა“ ინტიმური ალერსის დეტალებზე, ქალისა და მამაკაცის სხეულზე, მათ სასქესო ორგანოებზე და სხვა დეტალებზე უამბობს ბავშვებს.
„სად ვიყავი მანამ, სანამ დედის მუცელში მოვხვდებოდი?“; „როგორ ხდებიან დიდები“; „რას ნიშნავს სასიყვარულო ალერსი?“ - ამ და სხვა დეტალებზეა საუბარი წიგნში, რომელიც სასკოლო პროგრამით არაა გათვალისწინებული, მაგრამ გამომცემელს სკოლაში მისი შეტანის უფლება აქვს, თუკი სკოლის ადმინისტრაცია ამის ნებას დართავს. სავარაუდოდ, სკოლაში სხვადასხვა წიგნის შეტანის სქემაში განათლების სამინისტროცაა ჩართული.
შეგახსენებთ, მსგავსი დამხმარე, კლასგარეშე ლიტერატურის სკოლებში შეტანის მცდელობა წინა ხელისუფლების დროსაც იყო, თუმცა, საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციის გამო პროცესი ჩაიშალა. როგორც სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, ახლა პროცესი ხელახლა და უარესი ფორმით იწყება. განათლების სამინისტროს, ჯერჯერობით, კომენტარი არ გაუკეთებია.



