გელით თუ არა დაუვიწყარი საზაფხულო რომანი

Image

ზაფხულის ყველაზე მცხუნვარე თვე ძალაში შედის და არამხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლების  სიმრავლით იქნება გამორჩეული.

 

ბლომად გველის სასიყვარულო რომანების, დრამატული და ხმაურიანი დაშორება-შერიგებების, ეჭვიანობის სცენებიც. ასე რომ, მათთვის, ვისთვისაც სიყვარული ემოციების ზღვასთან და ექსტრიმთან ასოცირდება შესაფერისი დრო დგება საკუთარი ემოციური სპექტრის სრული მასშტაბით წარმოსაჩენად.

 

თვის დასაწყისში და ამ ეტაპზეც, სიყვარულის პლანეტა ვენერა ჯერ კიდევ კირჩხიბის ზოდიაქოს სტუმრობს; შესაბამისად, უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მაინც კიდევ არის შესაძლებელი ურთიერთობის რბილი ტონით დარეგულირება.

 

მაგრამ უკვე თორმეტი აგვისტოდან, მაშინ როცა ვენერა სამეფო ნიშანს ლომს ესტუმრება და აგრესიულ პლანეტა მარსს ჩაუდგება დაძაბულ ასპექტში, წყვილებს შორის დრამატული ისტორიები და ხმაურიანი გარჩევები ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს სასიყვარულო ფრონტზე.

 

იქნება ბევრი ეჭვიანობის სცენა, სასიყვარულო სამკუთხედში მოხვედრილი ადამიანები კი ერთმანეთთან ხმაურიანი და ემოციური კამათის ფონზე შეეცდებიან სიტუაციის გარკვევას. ეს ის პერიოდია, როცა მოთხოვნილება გიყვარდეს, ფლობდე და იყო სასურველი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს ადამიანებში.

 

განსაკუთრებით დრამატული ამ მხრივ აგვისტოს თვე ლომის, ვერძის, მშვილდოსნის, მერწყულის, მორიელის, კუროს ნიშნით დაბადებულთათვის იქნება. ამასთან, ცეცხლის ნიშნებს უფრო გაუმართლებთ ამ მხრივ ვიდრე სხვა დანარჩენებს, იმიტომ რომ ერთი შეხედვით კონფლიქტებით აღსავსე ურთიერთობამ შესაძლოა მათ შემთხვევაში აბსოლუტურად მოულოდნელ და დაუგეგმავ ქორწინებამდეც მიგვიყვანოს.

 

დანარჩენებს კი ვურჩევ პირად ცხოვრებაში წარმოქმნილ მოულოდნელ და დრამატულ სიტუაციებს მეტი მოთმინებით, კომპრომისისთვის მზადყოფნითა და ლოიალურად შეხედონ.

 

თუ, რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს აგვისტოს თვის ფეთქებად ენერგეტიკას თან არ გავაყოლოთ აქამდე პერსპექტიულად და ჰარმონიულად მიჩნეული პარტნიორული ურთიერთობა.

 

astrologi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !