-
2014-06-18 22:58
„ახალგაზრდა მწვანეებმა“ წამოიწყეს კამპანია „დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ“, რომლის მიზანია ხაზი გაესვას, როგორც თავად ამბობენ „ჯიპების მიმართ არსებული დაუოკებელი ვნებების პატრიარქალური საფუძვლების არსებობას/გავლენას.
დიდი ავტომობილები ზრდის ძალაუფლებას და ისევე პარადოქსულად ამყარებს საკუთარ სოციალურ პოზიციებებს, როგორც წარმოსახვითი თუ რეალური ფალოსი“.
„ახალგაზრდა მწვანეების“ ამ კამპანიას გივი სიხარულიძე გამოეხმაურა.
„რა გავიგოთ ახლა, დიდი ჯიპი უპატარავებს იმ ჭუჭუს თუ რას შვება?! ან დიდი ჯიპი თუ ჰყავს და დიდი ჭუჭუც აქვს, ისინი როგორ შევაფასოთ?! ვისაც უნდა დაიგრძელოს, ყოველ დილით წყალი უნდა დაისხან, ან ცოლს შეალოცინონ დილა-საღამოს...
ეს ხუმრობით, ისე კი უკვე საგონებელში ვარ: ამ გაუბედურებულ ქვეყანაში სადაც მარტო იმ კანონებს იღებენ, პრეზერვატივები თაფლიანი უნდა იყოს თუ უთაფლო, ასეთ ქვეყანში რომ ვცხოვრობთ ამის დარდი მკლავს...
სადაც ხალხი შიმშილით კვდება და მინისტრი თავისთვის 60 ათას ლარიან პრემიას იწერს, 18 ჯიპს გამოიცვლის და 27 მანქანას, იმ ქვეყანას ქვეყნად შედგომა არ უწერია... ძალიან კარგი კამპანია წამოუწყიათ „ახალგაზრდა მწვანეებს“, ყველაფრის ღირსია ეს ქვეყანა!
ჩვენ დავიბადეთ ბოღმისთვის, ერთმანეთის დაჭმისთვის და მარტო მაშინ ვართ მაგრები, როდესაც სუფრასთან ყანწი გვიჭირავს...
ამათი დედაც! ჩემი ქვეყნის გვახარიებიდან დაწყებული, ზაზა ბურჭულაძით, ქარუმიძეებით და ეგეთებით დამთავრებული. ის რომ არის შავი ჭია – ჭიაბერაშვილი, აი ამ ხალხზე მუშაობენ საქართველო რომ გამითახსირონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ...
ბიძინა ივანიშვილმა თავის პარტიას დაარქვა „ქართული ოცნება“ და არა „ახდენილი ოცნება“! მაგ კაცმა გვითხრა, იოცნებეთ და როცა შეგისრულდებათ, მაშინ დაიტრაბახეთო. გაგვაფრთხილა - იოცნებეთ სამარადისოდო და ჩვენც ვიოცნებოთ...“ - აცხადებს გივი სიხარულიძე.
http://www.kvirispalitra.ge/public/22017-givi-sikharulidze-qdidi-jipi-thu-hyavs-da-didi-tcutcuc-aqvs-isini-rogor-shevafasothq.html