ათი წელია ყვარელში მცხოვრები ოჯახი გველების შემოსევას ვერ აუდის

Image

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრები ჯაფოშვილები ოჯახში გველების სიმრავლეს უჩივიან. ქვეწარმავლები განსაკუთრებით 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე აქტიურდებიან და ნოემბრამდე ოჯახიდან ფეხს არ იცვლიან.

 

 

ჯაფოშვილები ამბობენ, რომ მათ სახლში ყოველდღიურად, 15-20 გველი შედის, ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც ქვეწარმავალთა რაოდენობა 40-მდეც კი ასულა. გველები ყველაფერს ედებიან - მათ ნახავთ მაცივარზე, კარადის თავზე, პიანინოზე, საწოლზე, ტელევიზორზე, კუთხეში მიდგმულ კაქტუსზე...

 

„ ათი წელია, მთელი ოჯახი საშინელ პირობებში ვიმყოფებით. ყოველი მარიამობის დღესასწაულიდან, ნოემბრის ბოლომდე და შემდეგ - ყოველ გაზაფხულზე, მარტიდან ივნისამდე, უამრავი გველის გვერდით ცხოვრება გვიწევს. ვერცხლისფერი გველებია, სხვადასხვა სიგრძის – 10-15 სმ-დან დაწყებული, 2-მეტრიანით დამთავრებული. ყოველდღიურად, 15-20 გველს ვკლავთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც 40 გველიც მოგვიკლავს...

 

ამ ზაფხულს  შინ მარტო ვიყავი, შევნიშნე ორი გველი, რომელთაც სახურავიდან თავები ჰქონდათ ჩამოშვებული... დავიწყე ყვირილი, მთელი ტანით ვკანკალებდი. შემოვიდა მეზობელი მამაკაცი, რომელმაც სპეციალური ჯოხით (ასეთი ჯოხი ყველა კუთხეში გვაქვს - წინ ლურსმანი და მახათი აქვს მიმაგრებული) სცადა გველის მოკვლა.

 

ლურსმანი შეურჭო და ჭერზე მიჭყლეტა დააპირა. ამ დროს, ასე ორ მეტრამდე სიგრძის გველი მთელი ტანით გადმოეშვა ძირს და კუდს თვალწინ უტრიალებდა, შემდეგ ზემოდან მოყვითალო-მომწვანო ფერის სითხე გადმოანთხია, როგორც ვვარაუდობთ, შხამი იყო...

 

სტუმარი მენატრება. ყველას ეშინია ეზოში შემოსვლის. მუსიკის მასწავლებელი ვარ, ვმუშაობ სამუსიკო სტუდიაში და მოსწავლეებს კერძოდაც ვამეცადინებდი ხოლმე. რომელი მოსწავლე მომივა აქ?.. ერთმა მღვდელმა მითხრა: როგორც ჩანს, ისინი მანდ კარგად გრძნობენ თავს, მათი სამფლობელო მანდაა და არსად წავლენ, თქვენ კი ვერ გამრავლდებით, ვიდრე იმ სახლში იცხოვრებთო...,“ - ამბობს ოჯახის რძალი, თამუნა გოჩიაშვილი.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,  დავით ბეკოშვილი ამბობს, რომ  ჯაფოშვილების საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს ბიოტოპს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ  გველების საცხოვრებლად, გეოგრაფიულად და ბიოლოგიურად ხელსაყრელი გარემო.

 

„რაც შეეხება მათი გამოჩენის პერიოდს - ეს აბსოლუტურად ჯდება მათი ქცევის ნორმაში: აგვისტოდან გველები გადადიან აქტიური კვების რეჟიმზე, რადგან წინ უდევთ ზამთარი, რომელიც ანაბიოზში (ძილში) უნდა გაატარონ და სჭირდებათ ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება, რათა ზამთრის გადატანა შეძლონ...

 

ასე ზეპირად ძალზე გამიჭირდება, მაგრამ საქართველოში ვერცხლისფერი გიურზაც გვხვდება, თან - სწორედ ამ სახოებას აქვს მომწვანო-მოყვითალო ფერის ბლანტი შხამი, მაგრამ არა ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ზემოდან გადმოანთხიოს, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წვეთი გამოყოს ორგანიზმიდან.

 

გველმა თუ შენიშნა, რომ მისი არ ეშინიათ, თავს განებებს, მაგრამ არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც ძალზე აგრესიულები არიან. ძალზე საინტერესოა, რა სახეობის გველები არიან ჯაფოშვილების ოჯახში. აუცილებლად ვნახავ და გავარკვევ. თუმცა იმედი არ მაქვს, რომ ნამდვილად ვნახავ 40 გველს ერთად... “ - აღნიშნა დავით ბეკოშვილმა.

 

 „გზა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !