
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. თავისუფლების მოედანზე ყოფილი ,,იმელის" შენობის დემონტაჟის დროს, 26 წლის ნიკოლოზ ლაცაბიძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „კვირა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შენობის დემონტაჟის დროს, მეორე სართულიდან სინკარი ჩამოინგრა, რომლის ქვეშაც მუშა მოყვა. ნიკოლოზ ლაცაბიძე ადგილზე გარდაიცვალა. შენობის დემონტაჟს შპს „ნიკოლოზი“ აწარმოებს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო წესების დარღვევას გულისხმობს.