
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის , ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში მენინგიტის 538 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„მენინგიტთან დაკავშირებით მინდა მოგცეთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს ზრდის ტემპის კლებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტემპი იკლებს, დღეისათვის 538 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 291 თბილისში.
დაავადებათა მიმდინარეობა ხასიათდებოდა მსუბუქად და საშუალო სიმძიმით, პაციენტების უმრავლესობა გაეწერა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენი რეკომენდაციები ისევ გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ სანიტარული ჰიგიენური პირობები, რამეთუ, ამ ტიპის მენინგიტის პრევენცია ვაქცინის საშუალებით არ ხდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.