
თბილისში მენინგიტის 40–ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსული მენინგიტი ძირითადად ბავშვებში გამოვლინდა, როგორც ,,აფხაზეთის ხმას“ ჟვანიას სახელობის კლინიკიდან ერთ–ერთი პაციენტის მშობელმა აცნობამ, შაბათს კლინიკაში რამდენიმე ათეული ბავშვი მენინგიტის დიაგნოზით მკურნალობას გადიოდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, საქმე გვაქვს ვირუსულ მენინგიტთან, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, ვიდრე ბაქტერიული მენინგიტი.
როგორც ,,პარიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. მენინგიტის აღნიშნული ფორმა ფეკალურ-ორალური გზით გადადის, ამიტომ, მედიკოსები მშობლებს ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვას ურჩევენ.
„ვირუსი საშუალო სიმძიმისაა, ინფიცირება შეიძლება მოხდეს სკოლაშიც, ბაღშიც, სახლშიც. ძირითადად დაუბანელი ხელებით გადადის. ვერ ვიტყვი, რომ თავშეყრის ადგილებია ინფიცირების კერა. ასე არ არის. დაავადება მიმდინარეობს ცხელებით და ინტოქსიკაციით, რომელსაც ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შესაძლებელია კუნთების და სახსრების ტკივილიც. თან ერვის პირღებინება, სინათლისადმი შიში, კისრის კუნთების დაჭიმულობა. ასეთ შემთხვევაში მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს“ _ აღნიშნა ხათუნა ზახარაშვილმა „პარაიმტაიმთან“ საუბრისას.