"ბრძანე, მოძღვარო! სისხლი სისხლის წილ!.." - სამი ბიჭუნა ლექსს კითხულობს (ვიდეო)

Image

ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში პოპულარულია ვიდეოპორტალ "იუთუბზე" ატვირთული ვიდეო, სადაც სამი ბიჭუნა ლექსს კითხულობს.

ვიდეოს აღწერის მიხედვით, სამიდან ორი ბიჭი ტყუპი ძმაა, მესამეს კი დემეტრე ჰქვია. 

 

ლექსი, რომელსაც ბავშვები კითხულობენ, "ბრძანე, მოძღვარო!" ქართველმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიუძღვნა. გთავაზობთ ამ ლექსის სრულ ვერსიას:

 

"ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,
უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?
სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,
ვითმინოთ?!

 

როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს
რყვნიან,
უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,
თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,
სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.

 

ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული
შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.
ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,
დაავადა შიშმა და კეთრმა.

 

ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს
შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,
ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,
დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!

 

თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,
სამშობლოს ჩვენსას – უფლის მშვენებას,
აღარ უშველის მერე არც ცრემლი
ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.

 

ბრძანე, მოძღვარო, ვგავარ საძვალეს
და ყველა ნერვი არის გამწყდარი,
მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,
საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!

 

ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,
ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,
ვიდრემდის ცრემლებს სისხლის გემო აქვთ,
ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!

 

ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,
გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,
მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,
თუ საქართველო ამიპარტახეს."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !