
საქართველოს მთავრობისგან მოქალაქეებმა მორიგი გაფრთხილება მესიჯის სახით მიიღეს.
„დაიცავით პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან. განსაკუთრებული სიფრთხილე მათ, ვინც 60 წელს გადაცილებულია. საჭიროებისას დაიცავით თვითიზოლაციის წესები.
მაღალი სიცხისას და ხველებისას მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის მიერ გამოგზავნილ მესიჯში.