
საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ სამედიცინო პერსონალის ჩართვით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისათვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია , რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა მათი ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“,-აღნიშნა ჩიქოვანმა.