
გორის სამხედრო ჰოსპიტალში პაციენტების მისაღებად რამდენიმე ათეული საწოლი გათავისუფლდა.
ამის შესახებ ჰოსპიტალის გენერალურმა დირექტორმა დავით ბარლიანმა განაცხადა.
"გამოვათავისუფლეთ ინფექციურის ბლოკი, სადაც შეიძლება განთავსდნენ პაციენტები. ამ ეტაპზე,
ჩვენ არ მიგვიღია საეჭვო პაციენტი. ამ დღეების განმავლობაში, აღებული ანალიზები უარყოფითია"
მისივე ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 27 ადამიანი რჩება, ხოლო დღეს 11 პაციენტს გაწერენ.