თენგიზ ცერცვაძე დღეს იუბილარია

Image

დღეს თენგიზ ცერცვაძის დაბადების დღეა. მას 72 წელი შეუსრულდა. გადავავლოთ თვალი მის ბიოგრაფიას.

თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს დაიბადა. 

 

1972-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1974-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1975-1979წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი – სპეციალობა კარდიოლოგია; 1979-1981წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1981-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ფარმაკოთერაპიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983-1986წწ. 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იმუნოფარმაკოლოგიის განყოფილების გამგე; 1986-1990წწ. ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს კლინიკური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1990-2001წწ. შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი; 1997-2006წწ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2001-2007წწ. ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2006 წლიდან თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2007 წლიდან ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან 
ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის “ჰეპა” ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, იმუნოლოგი, პროფესორი.

 

 

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ერთ-ერთია, ვინც თითქმის ყოველდღე აწვდის საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას და მის კოლეგებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ვირუსთან საბრძოლველად.

2008 წლიდან ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკის “ჰეპა” ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო შრომისა და სახელმძღვანელოს ავტორია, იმუნოლოგი, პროფესორი. ასევე სამედიცინო სფეროშია მისი მეუღლე – ექიმი-რევმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ანა თოფურია.

 

 

ის საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელია. ეს სამსახური საერთაშორისო ექსპერტების მიერ მიჩნეულია საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში. ამ სამსახურის ძალისხმევით საქართველომ შეძლო თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე უდიდესი ადამიანური მსხვერპლით და სერიოზული ეკონომიკური ზარალით. მკვეთრად გაიზარდა აივ/შიდსით ავადმყოფების გადარჩენის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ცხოვრების ხარისხი, ხოლო დედიდან ბავშვზე აივ/შიდსის გადაცემის შემთხვევები პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, ანუ განხორციელდა აივ/შიდსის დედიდან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია.

თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით საქართველოში დანერგილია ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკის და მკურნალობის პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რაც საფუძვლად დაედო C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის საქართველოს პირველ სამოდელო ქვეყნად არჩევას.

 

 

97.jpg

 

თენგიზ ცერცვაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის წარმატებულ განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს 120 ათასზე მეტი C ჰეპატიტით ავადმყოფის გამოვლენას და განკურნებას. სადღეისოდ უკვე განკურნებულია 40 ათასზე მეტი ავადმყოფი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა მსოფლიო მედიცინის ისტორიაში, როდესაც მოხდება ქრონიკული ინფექციის ელიმინაცია და ისიც არა ვაქცინის, არამედ მედიკამენტების საშუალებით.

თენგიზ ცერცვაძე წარმატებულ საექიმო პრაქტიკასთან ერთად ეწევა საინტერესო სამეცნიერო საქმიანობას. აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში მისი ინოვაციური სამეცნიერო კვლევების შედეგები სისტემატურად იბეჭდება მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ციტირებადი ავტორია საქართველოში. მას ხშირად იწვევენ მომხსენებლად მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის სამეცნიერო ფორუმებზე. თენგიზ ცერცვაძის გუნდის და აშშ-ს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ 1997-2000 წლებში ერთობლივად ჩატარებული კვლევა აღიარებულ იქნა აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ერთობლივ პროექტად და თენგიზ ცერცვაძე მოხსენებით წარსდგა ჯერ აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალურ ინსტიტუტებში (ქ. ბეთესდა), ხოლო შემდეგ – 2000 წლის 3 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში, რაც დღემდე უპრეცედენტო შემთხვევაა.

 

 

არის რიგი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. გახლავთ 20-ზე მეტი ნაციონალური გაიდლაინის ავტორი და რამოდენიმე საერთაშორისო გაიდლაინის თანაავტორი, არაერთი მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმის და კონფერენციის ორგანიზატორია.

უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში. არის 12 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი უშუალო ძალისხმევით უცხოეთის წამყვან ცენტრებში გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 30-მდე ახალგაზარდა სპეციალისტმა“, – ნათქვამია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენრტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

იხილეთ სიუჟეტი თენგიზ ცერცვაძიის შესახებ:

 

ვიდეო

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !