-
2020-03-15 20:49
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამი პირი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერჯერობით იმედისმომცემი სიტუაციაა.
„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა - 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.
მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, - განაცხადა ცერცვაძემ.