
“თბილისის მერიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გადავწყვიტეთ, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფულჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, მოხმარდეს ისევ ჩვენს პატარებს. პროდუქციის ჩამონათვალი შეთამხმებულია ნუტრიციოლოგისტებთან.
პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან. გაცემა მოხდება 2 კვირაში ერთხელ.”ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.