
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საბერძნეთი ზღვისპირა და სამთო-სათხილამურო კურორტებს დახურავს.
ამის შესახებ განკარგულება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა გასცა.
საბერძნეთში გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რიცხვი 228-ს შეადგენს