
განათლების სამინისტრომ კორონავირუსის გამო, შესაძლოა, ონლაინ სწავლების სტანდარტზე მუშაობა დაიწყოს.
დღესდღეობით საქართველოში ონლაინ სწავლების სტანდარტი არ არსებობს.საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში“ აცხადებენ, რომ
ამგვარი რეალობის წინაშე ქვეყანა პირველად აღმოჩნდა.
„ჩვენთან დისტანციური სწავლების პროცესის სტანდარტი არ არსებობს. ამ რეალობის წინაშე პირველად სწორედ ახლა
დავდექით. ალბათ, სახელმწიფო პოლიტიკა შეიცვლება და ხვალ ამ მიმართულებით შესაძლოა, რამე მოხდეს. სკოლის
შემოწმების ან ავტორიზაციის დროს, დისტანციური სწავლების სტანდარტი ან კომპონენტი იყოს, ჯერჯერობით არ არსებობს.
თუ სტანდარტი არ არის, შესაბამისად არც აკრძალული აქვთ სკოლებს მსგავსი სწავლების მოდელის გამოყენება. თუ
სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით, სახელმწიფო პოლიტიკა შეიძლება შემუშავდეს. სავარაუდოდ, განათლების
სამინისტრო და სახელმწიფო ერთიანი ხედვაზე იმუშავებს. "-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.
ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების უწყებას ოფიციალური განაცხადი ჯერჯერობით
არ გაუკეთებია. თუმცა, უწყების განცხადებით,, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებენ.