
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ დღეში 1 247-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. იტალიაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 5 883 დადასტურებული შემთხვევაა.
ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფიცირებულების რაოდენობასთან ერთად იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. შაბათს, 7 მარტს იტალიაში ვირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყველაზე მაღალი — 233-ია.