
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 8 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
კლინიკაში ამ დროისთვის 27 პაციენტი რჩება.
ხვალ, 3 მარტს დამატებით 13 პაციენტის ანალიზის შედეგები გახდება ცნობილი.
საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.