
ყვითელი ავტობუსები რეგიონებში იგზავნება.
მერიის ინფორმაციით, ავტობუსების გადაცემის თხოვნით მათ 10-მა მუნიციპალიტეტმა მიმართა. 9 ავტობუსი უკვე
ორ მუნიციპალიტეტს გადაუნაწილდა, 5 ავტობუსი ოზურგეთში ჩაიყვანეს, 4 კი ონის მუნიციპალიტეტს თებერვალში
გადაეცა.
ოზურგეთში 4 ავტობუსი სოფლის მიმართულებით ივლის, მეხუთეს კი გურიის ტურისტული პოტენციალის
რეკლამირების ფუნქცია დაეკისრება. რაც შეეხება ონს, აქ აღნიშნული ავტობუსები ონი-უწერა-შოვის, ონი-ირის
და ონი-ამბროლაურის მიმართულებით დადიან, ერთი კი ქალაქში დარჩა, რათა საჭიროების შემთხვევაში
იმოძრაოს.
მას შემდეგ, რაც თბილისში ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება, ისინი სხვა რეგიონებსაც გადაეცემათ.