
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებსა და სხვა მასობრივ შეკრებებში მოხვედრისგან თავის არიდების მიზნით,
საქართველოში შესაბამისი მითითებები უკვე გაიცა.
მედიასაშუალებების მიერ ყოველდღიურად საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია წესების დაცვისა და
სხვა პრევენციული ზომების შესახებ. მსგავსი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც თბილისის თეატრთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც
თეატრები 16 მარტამდე სპექტაკლების ჩვენებას აჩერებს.