კორონავირუსთან დაკავშირებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა

Image

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო

ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ,

რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ

სხვადასხვა კლინიკაში, სამხედრო ჰოსპიტალში კი, საკარანტინო ზონა მოეწყო და ყველაფერი მზადაა იმისთვის,

რომ საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები მიიღონ.

 

სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტების ნაწილის რეფერირება გორში, კლინიკა „გორმედში“ განხორციელდა.

„გორმედის“ ქსელის დირექტორი ვასილ ჭეიშვილი აცხადებს, რომ შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტი,

შემუშავებულია კონკრეტული სქემები და ყველა ექიმი მოქმედებს შესაბამისი რეკომენდაციებით.

 

„გორმედის“ ქსელის ყველა კლინიკა უზრუნველყოფილია შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით,

აპარატურული მხარდაჭერით და ადამიანური რესურსით, რომ კვალიფიციურად მოხდეს პაციენტების

მართვა. შექმნილია სტრატეგიის მართვის კომიტეტიც და შემუშავებული გვაქვს სქემები იმ შემთხვევისთვის,

თუ, ვთქვათ, თვითდინებით შემოვა ვირუსულ ინფექციაზე საეჭვო პაციენტი. ამ დროისთვის პაციენტების

განსაკუთრებული მომართვიანობა არ ფიქსირდება. მუშაობას ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. სტაციონარში

მოთავსებული პირების ახლობლებისთვის განსაზღვრულია მონახულების გარკვეული საათები.

დარეგულირებულია საკვების და პირადი ნივთების მიწოდების საკითხიც“, - განაცხადა „გორმედის“

ქსელის ხელმძღვანელმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !