-
2020-03-02 10:52
კორონავირუსის შემთხვევების გაზრდის შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ, სახელგანთქმული ოპერის “ლა სკალას”
დროებით დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
გამოცემა CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მხოლოდ ერთ დღეში 50
პროცენტით გაიზარდა.
„კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა 8 მარტამდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველა
ღონისძიებისა და შეხვედრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ბრძანების თანახმად, „ლა სკალაში“
დაგეგმილი ღონისძიებები 8 მარტამდე აღარ ჩატარდება“, – ნათქვამია ოპერის თეატრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ
განცხადებაში.