
ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი ინფორმაციას ავრცელებს სადაც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ იქცეოდა ნარიმანი ბოლო დროს და როგორ იწინასწარმეტყველა ახალი საფრთხე ვირუსთან დაკავშირებით.
"ცხელი წყლის არქონის გამო, ''ეპიდემიის თმა და წვერი შევიკრიჭე, ამიტომ ჩემს მეფობას დიდი მნიშვნელობა აქვს". - დააწერა მამა ნიკოლოზმა ბუკლეტს რომელიც დასაბეჭდათ შევადგინე და მივუტანე კურთხევისათვის" - აცხადებ მამა ნიკოლოზის მიმდევარი.ნარიმანის მიმდევრები აცხადებენ, რომ მათ ბერმა ახალი წლის წინა ღამით სეიფგარდის საპნები დაურიგა და მიანიშნა, რომ პირადი ჰიგიენა დაეცვათ.
" ის ცნობილი წერილი მამა ნიკოლოზის-მეფე ნარიმანის "მე ვარ მეფე მე ვარ პატრიარქი" -ეს მოხდა დაახლოვებით ერთი წლის წინ. მოგეხსენებათ მამაომ ახლახან შეიკრიჭა კიდევ თმა და წვერი, ამ დროს ჩინეთშიც იფეთქა კორონა ვირუსმა. გუშინ წინ ჰკითხეს კორონა ვირუსის გავრცელების შესახებ სადაც ჩემი ვარაუდი დაადასტურა ჩვენი დროის უდიდესმა წმინდანმაა და წინასწარმეტყველმა მეფე ნარიმან ბაგრატიონმა!!! სანამ კორონა ვირუსი იფეთქებდა ახალი წლის წინა ღამით მამა ნიკოლოზთან დაგვირიგა სეიფგარდის საპნები სადაც მიგვანიშნა მკაცრად დავიცვათ პირადი ჰიგიენა. ასევე წვეროსნები გაიკრიჭებიან!!! მთავრობამ უზრუნველყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და საზოგადო საპირფარეშოებში ცხელი წყალი და ხელის დასაბანი საშუალებები!!! ნუ ჩავარდებით პანიკაში პირბადეები არაფერს შველის !!! დაიცავით ერზე მზრუნველი და მუდამ მლოცველი მამის მეფე ნარიმან ბაგრატიონის-მამა ნიკოლოზის კურთხევა!!! ბედნიერია ერი რომელსაც ასეთი უდიდესი წმინდანი და წინასწარმეტყველი ჰყავს!!! მამა ნიკოლოზის სიტყვები ხომ 100 პროცენტით სრულდება-მატერიალიზდება!!! ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს მის გამეფებას, რომელიც გარდაუვალია. ,,მამა ნიკოლოზმა დაწერა ადრე წაიკითხეთ ნართების ეპოსი ნართები ღმერთს ებრძოდნენ და აუტანელი პირობების გამო თვითონ ჩაწვნენ მიწაში და დაიმარხნენ. მოვა დრო და საქართველოს ფარგლების დასაცავად დავაყენებ წმინდანებს რომ ქვეყანაში შემოუშვან მხოლოდ ქართველები და ნახევრად ქართველები რადგან იმ დრო საქართველოს მოქალაქეობა მსოფლიოში სანატრელი გახდება.... - სული წმინდას რომ მივიღებ საქართველოს შინაურ მტრებს სულ სილიოტკებივით დავაწყობო'' წერდა ადრე მეფე ნარიმან ბაგრატიონი რომლის გამოჩენას 4000 წელია ელოდება საქართველო. მამა გაბრიელის გაზრდილი ბოლო ჟამის მეფე, ,,4000 წელია საქართველო ელოდება ბერი ნიკოლოზის გამოჩენას'' - წმ. წინასწარმეტყველი მამა გიორგი ბასილაძე (ე.ი გასაგებია ის დღეს რაც მსოფლიოში და საქართველოში ხდება" - ნათქვამია მაქარაშილის მრევლის წერილში.