
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანიის “თბილისი მედიკ” გუნდმა გადაწყვიტა პირბადეების ფასი არ გაზარდოს და გასცეს 2019 წლის ზაფხულის სარეალიზაციო ფასად – 13 თეთრად ერთეულზე.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ მათ ხელთ არსებული მარაგიდან 50 000 ჯანდაცვის სამინისტროზე გაიცა. ხოლო 250 000 პირბადის რეალიზაციაზე ლიმიტები დაწესდა:
პირბადეების შეძენა შესაძლებელია მისამართზე: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 28ა.
გაცემა დაიწყება შაბათს (29 თებერვალს) 11:00-დან 17:00-მდე, ასევე საგანგ ებო რეჟიმში ვიმუშავებთ კვირას 11:00-დან 17:00-მდე და გაგრძელდება გაცემა სამუშაო დღეებში მარაგის ამოწურვამდე.