
“ჩვენ უნდა დავანახოთ ხალხს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს მშვიდად ყოფნას და პასუხისმგებლობას”,
– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ “ინსტაგრამის” გვერდზე წერს.
კორონავირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკის ფონზე, სალომე ზურაბიშვილმა ავტობუსით
იმგზავრა და წამოიწყო კამპანია #SafetynotFear (უსაფრთხოდ ყოფნა არ ნიშნავს საშიშროებას).