თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეორე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალია და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

Image

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეორე პაციენტი, რომელსაც

კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ქალია და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„ამ წუთში ინფექციური პათოლოგიის ცენტრში სულ იმყოფება 34 პაციენტი, მათგან ერთს ჰქონდა დადასტურებული

ახალი კორონავირუსით ინფექცია. დღეს მოვიდა გამოკვლევის შედეგები და კიდევ ერთ პაციენტს ახალი

კორონავირუსით ინფექცია დაუდასტურდა.

პირველი პაციენტი დაახლოებით 50 წლის მამაკაცია, რომელიც მოგზაურობდა ირანში და სახმელეთო საზღვრის

გადაკვეთისას მას შესთავაზეს ჩვენს კლინიკაში წამოსვლა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეს გახლავთ ახალგაზრდა

ქალი, 31 წლის, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა. რამდენადაც ვიცი,

ამ ქალაქში არ არის ეპიდემიის რისკი და არ არის ბევრი ინფიცირებული, მაგრამ იტალიაში მაინც ყველა ადგილი

სახიფათო ხდება, მას ახალი კორონავირუსით ინფექცია აღმოაჩნდა. მისი მდგომარეობა ამჟამად კარგია, არანაირი

ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რაც იმას ნიშნავს,

რომ ის ვირუსით დაინფიცირებულია.

ორ საკითხს მინდა ხაზი გავუსვა. პირველი, ხალხში არის წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო

ვირუსია, სინამდვილეში ის მხოლოდ 1/5 შემთხვევებში მიმდინარეობს მძიმედ, ხოლო 80 პროცენტში საშუალო სიმძიმით,

თითქმის უსიმპტომოდ. ამის შესანიშნავი მაგალითია ის, რომ პაციენტები, რომლებსაც ჩვენთან კორონავირუსი

დაუდასტურდათ, ორივე შემთხვევაში უსიმპტომო იყო. მხოლოდ ამით რომ ემსჯელათ, ისინი ჩვენთან

არ მოხვდებოდბენ“, - განმარტა ცერცვაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !