
სოფო გელოვანის ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია 27 თებერვალს გაიმართა.
კლიპზე იუგო მორისმა იმუშავა, სიმღერაზე კი, რომელიც თავად მომღერალმა დაწერა, ალეკო
ბერძენიშვილმა. კომპოზიცია ქართულ-ფრანგულია და მას L’amour ჰქვია.
პრემიერას მედიის წარმომადგენლები და სოფოს კოლეგები დაესწრნენ.