
საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად ყოფილი გენერალური
პროკურორი- ირაკლი შოთაძე დაასახელა.
კენჭისყრაში მონაწილე 12 წევრიდან 10-მა სწორედ შოთაძეს დაუჭირა მხარი.
შოთაძის გარდა, პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია - სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და
დარიკო თორდია.
რაც შეეხება საბოლოო პროცესს, დადგენილების მიხედვით, შერჩევის ბოლო ეტაპი, ხვალ, 14:00 საათზე
გაიმართება, სადაც შეირჩევა ერთი კანდიდატი. საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს დასამტკიცებლად საქართველოს
მთავარ საკანონმდებლო ორგანოს გაუგზავნიან.