
თბილისიდან დაახლოებით 30 კმ-ში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ წყლულეთის დამეწყრილი მოსახლეობა ხელისუფლებისგან უყურადღებობას უჩივის და საშველად მოხალისეებს უხმობს. სოფელი 13 ივნისს დაიმეწყრა.
"ფეისბუქზე" 18 ივნისს გავრცელებული ფოტოებისა და განცხადების მიხედვით, სოფლის მეწყერსაშიშ ზონაში დარჩენილია მოსახლეობა, რომელმაც ევაკუაცია ვერ მოასწრო და ისინი დახმარებას საჭიროებენ:
"სასწრაფოდ!!! გთხოვთ მთელი გულით და ცრემლებით გევედრებიან წყლულეთის მოსახლეები....!!!!!!!!!!!!!! მეგობრებო თქვენი დახმარება გვჭირდება და დიდი იმედი მაქვს რომ ბევრი თქვენგანი თუ არა, ცოტა მაინც გამოიჩენს გულისხმიერებასა და კეთილგონიერებას ამ საკითხის შესახებ.
წყლულეთში, თბილისიდან 30 კილომეტრში 13 ივნისს ჩამოწვა მეწყერი, რომელმაც მისასვლელი გზა ჩაკეტა, ხალხის ნაწილმა მოასწრო ევაკუაცია თუმცა მაინც რჩება იქ გარკვეული ნაწილი, რომელნიც სთხოვენ მთავრობას და ხალხს დახმარებას, ევედრებიან ახალგაზრდობას რომ მოხალისეები ჩავიდნენ იქ და იქნებ მოახერხონ გზის გაწმენდა, რადგან მთავრობამ, გამგეობამ და მუნიციპალიტეტებმა ყურად არ იღეს ხალხის თხოვნა.
ხვალ (19 ივნისს, რედ.) წითელი ჯვარი ადის დასახმარებლად, იქნებ შემოგვიერთდეთ და 1 დღე გამოვყოთ წყლულეთის დასახმარებლად, რომელიც ამ მომენტში მზიურზე, ზოოპარკზე და ლაგუნა ვერეზე მეტად საჭიროებს მოხალისეებს...", - ნათქვამია განცხადებაში.