ზოგიერთ სასტუმროში ადმინისტრაცია სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ინდივიდუალური დახმარების მიღების უფლებას არ აძლევს

Image

რამდენიმე სასტუმროში შესახლებულ დაზარალებულ ოჯახებს არ ეძლევათ საშუალება, ფიზიკური პირებისგან დახმარება ინდივიდუალურად მიიღონ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოხალისეები წერენ. 

 

მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა იმ სასტუმროების მისამართი და ტელეფონის ნომრები, სადაც დაზარალებულები შეასახლეს, მოქალაქეებმა, რომლებიც თანხას სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებსა და ანგარიშებზე არ რიცხავენ, მაგრამ დაზარალებულთა დახმარების სურვილი აქვთ, ინდივიდუალურად დაიწყეს იმ ოჯახების შერჩევა, რომელთა თანადგომასაც პრიორიტეტულად მიიჩნევენ.

 

ძირითადად, საუბარია ოჯახებზე, რომლებსაც მოქალაქეები ოჯახის წევრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვების ყოფნის გამო გამოარჩევდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ.

 

ზოგ შემთხვევაში მოქალაქეთა მიერ სასტუმროში მიტანილ პროდუქციას სასტუმროს ადმინისტრაცია იტოვებს, საწყობში კეტავს და დაზარალებულებს ეუბნება, რომ მათი განაწილება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სასტუმროში შესახლებული ყველა ოჯახისთვის სამყოფი პროდუქცია დაგროვდება. ამან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია.

 

მსგავსი ფაქტის შემსწრე გახდა „აფხაზეთის ხმაც“, რომელიც კონკრეტული ოჯეხების აუცილებელი ნივთებითა და პროდუქციით მომარაგებას ცდილობდა. ერთერთი სასტუმროს ადმინისტრაციაში მას განუცხადეს, რომ მისი შეხედულების მიხედვით პროდუქიას ვერცერთ ოჯახს ვერ გადასცემდნენ. „პროდუქციას ჩვენ ვანაწილებთ, გენაცვალე“, - უთხრეს „აფხაზეთის ხმას“ სატელეფონო საუბარში.

 

ამ სახით პრობლემის არსებობაზე წერს სოფო ბოკუჩავა, რომელიც კონკრეტულ სასტუმროსაც ასახელებს:

 

„გუშინდელის მერე მინდოდა, ეს ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის, უბრალოდ ვერ მოვახერხე და არც ის ვიცი რამდენად კორექტული იქნება სასტუმროსა და მათი პერსონალის მიმართ, თუმცა ჩემთვის პრიორიტეტი არის რამდენიმე ოჯახის მიერ გამოთქმული თხოვნის დაფიქსირება და უბრალოდ გვარებს არ ვიტყვი (თუმცა თუ თქვენ დაგჭირდებათ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებლად მოგცემთ გვარებსაც, ნომრებსაც და ა.შ).

 

სასტუმრო 444-ში დასახლებული რამდენიმე ოჯახი მესაუბრა იმაზე, რომ ზოგიერთებს არ აძლევენ იმის საშუალებას რომ დახმარება აიღონ პირადად თუნდაც ფიზიკური პირებისგან,  რომ რაც იქ მიაქვთ ანაწილებენ ყველაზე და თუ 13ივე ოჯახს არ ყოფნის თანაბრად, დახმარებას არ იღებენ (?!)

 

კონკრეტული მაგალითები: 

 

ვიღაც უცნობ მასწავლებელს ერთ-ერთი ოჯახისთვის ფული მიუწოდებია და სასტუმროს პერსონალმა ქალმა ოჯახის წევრებთან ჩხუბი გამართა, რატო აიღეთო ფულიო, ესე არ შეიძლებაო და ა.შ.

 

ასევე მაცნობეს, რომ წამლები რომ მოიტანა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ, უკან დააბრუნესო- ყველაფერი გვაქვსო, როდესაც რამდენიმე ოჯახში უკვე 4 დღეა ელოდება რაღაც წამლებს.

 

და ასევე ის რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ დიდი სასაჩუქრე წითელ პარკებს და სხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილ დახმარებას არ აჩვენებენ და საწყობის ოთახში ინახავენო და გვეუბნებიან მერე მოგცემთო...

 

გასაგებია, რომ კარგ პირობებში ვართო, მთავრობაც ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევსო, ყოველ დღე ხან ვინ მოდის და ხან ვინო, მაგრამ იმათ ესეთი რაღაც როგორ ვუთხრათ, უმადურები კი არ ვართ, ხალხისგან ამხელა მზრუნველობას და სიყვარულს ვიღებთო, არც სიკვდილ-სიცოცხლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას, უბრალოდ ძალიან ბევრჯერ დაფიქსირდა რომ ჩვენი პირადი მოთხოვნების შესაბამისად ვისაც რა მოაქვს არ უშვებენ, უნდა ჩუმად (?!) გავიდეთ სხვაგან რომ იქ მოგვაწოდონ რაღაცეებიო და პამპერსებზე „ეკაჩავებოდა“ ორი შვილის დედას - ორი შეკვრა რად გინდაო, დღეში რამდენჯერ უცვლიო...

 

რატო ვწერ ამ ყველაფერს: 

 

სასტუმროს ყველა პერსონალზე არაა აქ საუბარი, უბრალოდ, ამ სასტუმროში დაფიქსირდა ესეთი შემთხვევები და ეს ოჯახები ძალიან უხერხულად გრძნობენ თავს და ამბობენ, რომ სხვა სასტუმროებში გავიკითხეთ და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულაო...

 

განსაკუთრებული შეიძლება არაფერი არ არისო, მაგრამ ადამიანური მომენტია და რატო გვექცევიან ესეო...

 

მე შეიძლება ნუროფენი მჭირდება, იმას პამპერსი, მესამეს რა და მეოთხეს რაო 
და ჩვენ საკუთარ ნაცნობებს (?!) არ უშვებენ ხანდახან ჩვენთან პარკებით რომ მოდიანო...

 

დამაბარეს რომ გადმომეცა თქვენთვის ჩემო კარგო ადამიანებო, რომ თუ პირადად მიგაქვთ დახმარება კონკრეტული ოჯახის სურვილების გათვალისწინებით დაუკავშირდეთ პირადად მათ და გადასცეთ პირადად მათ. 

 

სასტუმრო ან უკან გამოგიშვებთ, ან ხალხამდე არ მივა და იდება საწყობის ოთახში ან დადებენ ყველასთვის ერთ მაგიდაზე და დასწრებაზე (?!) იქნება.

 

რადგან ამდენი ფაქტი იყო დაფიქსირებული მხოლოდ მაგიტომ ვწერ, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ხვალ, ზეგ და ორი კვირის მერე უფრო დაჭირდება ჩვენი გვერდში დგომა.

 

ამიტომ თუ ვინმესთან რამის მიტანა გინდათ, გადაარჩიეთ და პირადად მიუტანეთ.

 

პ.ს აქ გამოტოვებული მაქვს ბევრი მაგალითი, რომელიც უფრო მძიმეა, უბრალოდ არ მინდა სიტუაცია გართულდეს, მინდა რომ წარმოდგენა შეგექმნათ და უბრალოდ მომავლისთვის გაითვალისწინოთ. კარგ დღეს გისურვებთ“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !