
ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის დაგვიანებაში ადანაშაულებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, რეაგირება წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო დაგვიანდა.
ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემის შემუშავება. განცხადება ალასანიამ წყნეთის ქუჩაზე გააკეთა.
თავისუფლამა დემოკრატებმა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას გაზი, სასმელი წყალი და პირველად საჭიროების ნივთები მიუტანეს.