„თქვენი ლოგიკა და მსჯელობა განსხვავებულად არის აგებული“ - მერი პასუხობს, დაგვიანდა თუ არა რეაგირება (ვიდეო)

Image

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „არჩევანში“ უპასუხა კითხვებს იმის სესახებ, იყო თუ არა სამაშველო ოპერაციის დროს კოორდინაციის პრობლემა უშუალოდ სტიქიის შემოტევის ღამეს და დაგვიანდა თუ არა რეაგირება მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებზე. 

 

დავით ნარმანიას ის ვიდეოც უჩვენეს, რომელიც, გიორგი გაბუნიას თქმით, ღამის 01:00-დან 01:15-დე არის გადაღებული და სადაც ჩანს, რომ მაშველები ჯერაც არ არიან ორგანიზებულად ჩართული სამაშველო საქმიანობაში.

 

"არასწორია და კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით. თქვენი ლოგიკა და მსჯელობა განსხვავებულად არის აგებული. ვაკე-საბურთალოს გზა, ანუ მზიურის მიმდებარე ტერიტორიიდან შესაბამისად გზაჯვარედინამდე, მე გავიარე დაახლოებით ეს იყო 23:50-ზე, ასეთ დროს თავისუფალი იყო იქ მოძრაობა. იდგა წყალი ნამდვილად, მაგრამ ისეთი არ იყო, რომ ავტომანქანების გატაცება დაეწყო ამ წყალს. მე გავჩერდი ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ანუ თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც ჩვენი სამსახურები მუშაობდნენ და იქიდან ვახდენდი კოორდინაციას, როცა ეს მოქალაქეები მოვიდნენ და გვთხოვეს დახმარება. მე იქიდანვე ძალიან სწრაფად დავრეკე საგანგებო სიტუაციების სამსახურში, დავრეკე საპატრულო პოლიციაში, რათა რეაგირება უფრო სწრაფი ყოფილიყო.

 

თუმცა იმდენად ბევრი იყო ამ დროისთვის ზარები, რომ ყველა მანქანა და ყველა ბრიგადა იყო გასული შესაბამის გამოძახებებზე.

 

თქვენი ლოგიკა აგებულია იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ზარები და ითხოვდა მოსახლეობა შველას, რატომ არ გამოდიოდა მოსახლეობა მაშინ თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიებიდან. წყალი იმდენად სწრაფად მოვიდა, რომ ბერმა მათგანმა ვერ მოასწრო გამოსვლა და რომ არა სამაშველო სამსახურები და რომ არა საპატრულო პოლიცია, ასეთ შემთხვევაში ზიანი გვექნებოდა უფრო მეტი", - თქვა დავით ნარმანიამ „არჩევანში“.

 

„როცა საუბარია იმაზე, რომ ერთდროულად მოდის წყლის დიდი მასა, ასეთ შემთხვევაში და როცა პანიკური სიტუაცია იქმნება და როცა ყველა ერთდროულად რეკავს ერთი და იგივე ტელეფონზე, კოორდინაციის პრობლემა როგორც წესი დგება ხოლმე. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 20 წუთის ინტერვალში წყლის დონემ მოიმატა 4 მეტრით და შეუძლებელი გახდა ადამიანების გამოსვლა სახლიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა",

 

„მეწყერი როგორც კი ჩამოწვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როცა მეწყერი ჩამოწვა და 1400 მეტრის დონიდან არის წყლის ვარდნა, ასეთ შემთხვევაში რამდენ ხანში შეიძლება A წერტილიდან B წერტილზე მოვიდეს წყლის დიდი მასა. როგორ წარმოგიდგენიათ, გაქვთ საერთოდ წარმოდგენა ან გათვლა გაგიკეთებიათ ასეთ რამესთან დაკავშირებით, როცა კითხვას სვამთ თუ უბრალოდ ვიღაცამ მოგიმზადათ ასეთი კითხვები, რომ დაგესვათ. კითხეთ სამაშველო სამსახურს, როდის მიიღეს შეტყობინება ამასთან დაკავშირებით და როგორი იყო რეაგირება. ჩემი ინფორმაციით, არც ერთი მანქანა რეაგირების გარეშე არ ყოფილა და ყველა იყო გამოძახებაზე გასული", - აღნიშნა მერმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !