
"მზიურის" პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებისას ორი ცხედარი იპოვეს.ერთ-ერთის ვინაობა მაშინვე დადგინდა და ის სტიქიის ღამეს დაკარგული ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა.
გოგონასთან ერთად ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა ვერ დგინდებოდა, თუმცა ამ დროისთვის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ის დავით გაბიტაშვილი აღმოჩნდა. გვამის ამოცნობა უკვე შეძლეს გარდაცვლილის ნათესავებმა.
შს მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის ეძებენ 5 დაკარგულს.