
მეტეოროლოგების ინფორმაციით თბილისში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. სეტყვა დაიწყო აეროპორტის ტრასაზე.
,,მძიმე წვიმა უნდა მოვიდეს, 40 წუთის განმავლობაში უნდა იწვიმოს და უსაფრთხოების მიზნით ხალხი გამოგვყავს ხევიდან. მივიღეთ ინფორმაცია, რომ აეროპორტის მხარეს უკვე სეტყვაა.
არ ვიცით, რა არის მოსალოდნელი, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ევაკუაცია მოვახდინოთ," - აცხადებს მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსი ავთანდილ სუდაძე.