"21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე"

Image

ირაკლი ჟორჟოლიანი ინდირა ზარანდიას დაღუპვასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პირველ პოსტს აქვეყნებს: "ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არასდროს არაფერი დამიპოსტავს", - ასე იწყებს ის საყვარელი ადამიანისადმი მიძღვნილ სტატუსს.

 

"ყველამ, ვინც მე მიცნობს იცის რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან.

 

ინდირა იყო ზე ადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე... ყოველდღე ცდილობდა, ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვლა... საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა, რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 13 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს...

 

ჩემს ინდირასთან ერთად, ამ დღის მერე მეც გვამი ვარ, უფრო სწორად, მოსიარულე გვამი... მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში, რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს, შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი...

 

მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე, თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !