საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე გავიდნენ და გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ. ფოტოები "ფეისბუქზე" აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
"ქართველი ახალგაზრდების უმაგალითო მოხალისეობითა და სოლიდარობით შთაგონებულები, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გაწმენდით სამუშაოებს შეუერთდნენ. გვიყვარხარ, თბილისო!", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე.