-
2015-06-16 06:14
ქართველ მოხალისეებთან ერთად თბილისის ქუჩებში და შლამით სავსე "მზიურის" გასაწმენდად თავიანთი სურვილით გავიდნენ უცხოელები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
მათი ფოტოები "ფეისბუქზე" გავრცელდა. მაგალითად, ქვემოთმოყვანილი ფოტოს აღწერა ამბობს, რომ ეს ორი უცხოელი საქართველოში მოკლე დროით, ტურისტად ჩამოვიდა, მაგრამ გართობისა და დასვენების ნაცვლად, მოხალისებთან ერთად გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობა არჩიეს.

მათ გარდა, გმირთა მოედანზე მუშაობდა ორი უცხოელი, რომელთა შესახებ ერთერთი თბილისელი წერდა, რომ ორი საათის განმავლობაში მათ საერთოდ არ შეუსვენიათ, ხოლო როცა წყალი მიაწოდა, უპასუხეს: "ჯერ ადრეა"...


თუმცა, დახმარების მსურველ ტურისტებთან მოპყრობამ კურიოზის გარეშე მაინც არ ჩაიარა: ქვემოთ მოტანილ ფოტოებზე წარმოდგენილი რუსი და უკრაინელი ბიჭები თბილისში ჟიტომირიდან ჩავიდნენ, შესაბამისი წარწერებით მაისურზე, თუმცა, სამართალდამცველებს ეჭვი მაინც "აღუძრეს":
"ეს რუსი და უკრაინელი ბიჭები ჩვენთან ეზოში შემოვიდნენ წეღან. ჟიტომირიდან ჩამოვედით რომ ვნახეთ რაც მოხდაო. დახმარება გვინდა და სადაც ყველაზე საჭიროა მოგვეცით "ლაფატკები" იქ გაგვიშვითო და ამ დროს ჩრდილში უსაქმოდ მჯდარი პოლიციელი დაეტაკა, საბუთები წარმოგვიდგინეო...


