შეიხა მოზასა და მისი თანმხლები კანონდამრღვევების გასაიდუმლოებული ვიზიტი თბილისში (+ფოტო)

Image

ყატარის შეიხის ჰამად ბენ ხალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან მეორე, უმდიდრესი და მთელ არაბულ სამყაროში პოპულარული შეიხა მოზა თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს დედაქალაქში ის ერევნიდან ჩამოვიდა. ვიზიტი კერძო იყო და გასაიდუმლოვდა.

 

შეიხას ვიზიტი ასევე გასაიდუმლოებული იყო ერევანშიც, თუმცა, ინფორმაციამ ადგილობრივ მედიაში მაინც გაჟონა, ხოლო სომხეთის ხელისუფლებამ სიფრთხილის გადამეტებული ზომების მიღებით საკუთარი თავი გასცა - შეიხა მოზას ვიზიტის შესახებ ბევრისთვის გახდა ცნობილი, რადგან ყატარელი ქალბატონის 17 კაციანი დელეგაციის დასახვედრად ორ ათეულზე მეტი მანქანისგან შემდგარი კორტეჟი გაუშვეს, ხოლო შემდეგ კორტეჟს სპეციალურად გამოყოფილი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მანქანები მიამაგრეს. საბოლოო ჯამში, შეიხა მოზა ერევანში ვიზიტით ფრიად უკმაყოფილო დარჩა.

 

ერევნიდან თბილისში შეიხა მოზასთან ერთად ჩამოვიდა პოპულარული რუსი დიზაინერი და ცნობილი სახე ულიანა სერგეენკო, რომელმაც შეიხასთან ერთად ძველ თბილისში გაისეირნა, ასევე Vogue.ru-ს ბლოგერი ფროლ ბურიმსკი.

 

საქართველოში ულიანასთვის და ფროლისთვის არავის წაუყენებია „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევა, კერძოდ კი ის, რომ სერგეენკო და ბურიმსკი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის გავლით (რასაც კანონი ავალდებულებთ) ნამდვილად არ ჩასულან და, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ აფხაზეთში ისინი რუსეთიდან მოხვდა. სერგეენკომ და ბურიმსკიმ  „ინსტაგრამზეც“ ატვირთეს აფხაზეთში გადაღებული ფოტოები.

 

ერთ ფოტოზე სერგეენკო ახალ ათონში მდებარე რკინიგზის სადგურ „ფსირცხას“ პავილიონშია გადაღებული. მართალია, მოგვიანებით მან ფოტოები „ინსტაგრამიდან“ წაშალა, მაგრამ ის სხვა სოციალურ ქსელებში, მაგალითად, „ვკონტაქტეში“ დატოვა, რის დამადასტურებელ ფოტოს სტატიას თან ვურთავთ. სტატიას ერთვის ასევე, „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებული ფოტოს სქრინებიც, რის გამოც, ულიანა სერგეენკო და ფროლ ბურიმსკი, როგორც მინიმუმ, დაკითხვას მაინც იმსახურებდა, როგორც კანონდამრღვევი.

 

რაც შეეხება შეიხა მოზას, მან ძველი თბილისის უბნებში გაისეირნა, იმყოფებოდა მშვიდობის ხიდზე და შეიძინა რამდენიმე სუვენირიც.

 

შეგახსენებთ, შეიხა მოზა ერთერთ ყველაზე მოდურ და გავლენიან ქალბატონად ითვლება როგორც ყატარში, ასევე მთელ არაბულ სამყაროში. მას შვიდი შვილი ჰყავს. 

 

apsny.ge-ს მიხედვით მოამზადა ლაშა ბერულავამ

 

sheix.jpg

sheix1.jpg

sheix3.jpg

sheix4.jpg

sheix2-1.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !