-
2015-05-28 06:27
ბოლო წლების განმავლობაში პირველად, საქართველოში რუსულენოვანი საბავშვო ბანაკი ბაკურიანში გაიხსნება. კომპანია World Express-ის ეს პროექტი 5 წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი იყო, წელს კი პარალელურად, რუსული ბანაკიც დაემატება.
ბანაკის სარეკლამო გვერდზე "ფეისბუქში" ნათქვამია: 10 დღე მხოლოდ რუსულად! პირველი ნაკადი 26 ივლისიდან 4 აგვისტომდე; ფასი ერთ ადამიანზე:
290 USD უცხოელებისთვის
250 ლარი საქართველოს მოქალაქეებითვის. ასაკი : 9-17 წელი
ბანაკი გათვლილია იმ ბავშვებზე, რომლებიც საუბრობენ რუსულად და სურთ, რომ გაიუმჯობესონ ცოდნის დონე და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები. ბანაკში ყოფნის განმავლობაში ბავშვები ისაუბრებენ მხოლოდ რუსულად.
ჩვენ უკვე მე-5 წელია, რაც ინგლისურენოვან ბანაკს ვაკეთებთ ბაკურიანში. ვიმედოვნებთ, რომ რუსულენოვანი ბანაკიც ისეთივე წარმატებული პროექტი იქნება, როგორიც ინგლისურენოვანი ბანაკი არის".


თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-05-26 10:10
-
2017-01-16 21:08
-
2017-01-11 15:04
-
2016-12-19 11:36