თემები, რაზეც საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი იმსჯელებს

Image

ხვალ, 25 მაისს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება წმიდა სინოდის სხდომა, რომელიც დღის 12:00 საათზე დაიწყება. წმიდა სინოდი ეკლესიისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე იმსჯელებს და შესაბამის განჩინებებს გამოიტანს. 

 

სხდომის ოქმი, ხვალ, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. როგორც დღეს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ საკვირაო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, ის წმიდა სინოდის წინაშე დააყენებს საკითხს, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის, იმერეთის მეფის სოლომონ პირველისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) წმიდანად შერაცხვის შესახებ.

 

მიტროპოლიტმა კალისტრატემ განაცხადა, რომ ამ პირების კანონიზირებისათვის, წმიდა სინოდის სხდომას წარუდგენს შესაბამის მასალებს. ასევე, სავარაუდოდ, ხვალინდელ სხდომაზე მოხდება ნიკორწმინდის ეპარქიისთვის ახალი მღვდელმთავრის გამორჩევა, რადგან ნიკორწმინდელი მიტროპოლიტი ელისე (ჯოხაძე) მიმდინარე წლის მარტში გარდაიცვალა და ამჟამად ნიკორწმინდის კათედრა დაქვრივებულია.

 

შეგახსენებთ, რომ წმიდა სინოდი მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ორგანო გახლავთ, რომლის თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ხოლო წევრები კი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები - მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი.

 

"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, წმიდა სინოდმა, შესაძლოა, მოქმედი სასულიერო პირების მიერ სოციალურ ქსელებში გამოვლენილ აქტიურობაზეც იმსჯელოს. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით რამდენიმე სასულიერო პირის მიმართ შენიშვნებსა და წინადადებებს სინოდის წევრები ერთმანეთთან შეათანხმებენ, შემდეგ კი მათდამი დაქვემდებარებულ ეპარქიებამდე დაიყვანენ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !