-
2015-05-23 23:33
ზაზა შენგელია "ფეისბუქზე" მეგობრებს უზიარებს იმ შათაბეჭდილებას, რაც ნინა სუბლატის ფინალში წარსადგენი გამოსვლის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების შედეგად მიიღო.
"გუშინ ჟიურის სხვა წევრებთან ვუყურე "ევროვოზიის" კონკურსის ფინალის გენერალურ რეპეტიციას პირდაპირ ეთერში ვენიდან. . . ნინამ ბევრად უკეთ იმღერა ვიდრე ნახევარფინალში, რაც არის ძალიან მაგარი ნიუსი! . . ეს იმის ნიშანია, რომ დღეს ის იდეალურ ფორმაში წარსდგება.
და არა მარტო ეს...კულუარებში და მედიაში დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ მის უძლერეს გამოსვლაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რომელ ადგილს დაიკავებს ნინა "ევროვიზიაზე", მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები, თუკი ეს იქნება პირველი ხუთეული ან თუნდაც ათეული...
მე უაღრესად ბედნიერი ვარ იმით, რომ ნინამ ასე ღირსეულად წარადგინა ქვეყანა წლევანდელ კონკურსზე... და მანამდე მან გაიარა ურთულესი გზა: უდაძაბულესი ’’საქართველოს ვარსკვლავი 2013’’ რუსთავი2-ზე, უნიკალური და ძალიან საინტერესო მისი სადებიუტო CD ალბომი ’’ბრავო რექორდსში’’ 2014 წელს...ვისაც მოსმენილი არ გაქვთ, გირჩევთ იყიდოთ ფიზიკური CD ალბომი ან დაუნლოუდით შეიძინოთ www.bravissimo.ge-ზე...ამ ალბომზე მუშაობისას მან ყველა გაგვაოცა: აბსოლუტურად ყველა ეტაპზე:
იქნებოდა ეს რეპერტუარის შერჩევა, სტუდიური ჩაწერები, მიქსინგი, მასტერინგი იცოდა რა და როგორ უნდოდა. ეს ძალიან უჩვეულო იყო მუსიკოსისგან, რომელიც სადებიუტო ალბომს წერდა. მან გამოავლინა როგორც უნიკალური შემსრულებლის, ასევე მუსიკალური პროდიუსერის საოცარი ნიჭი. ძალიამ მაგარი ალბომი გამოვიდა! ვისაც არ გაქვთ მოსმენილი, გირჩევთ შეიძინოთ",- წერს ზაზა შენგელია.