"შეუშვით ბავშვები სკოლაში!" - განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართება

Image

მშობელთა საინიციატიცო ჯგუფი 21 მაისს, 12 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მართავს საპროტესტო-გამაფრთხილებელ აქციას. 

აქციის მიზანია ხმა მიაწვდინონ პარლამენტის წევრებს - 27 მაისს, სასკოლო ასაკთან დაკავშირებული საკანომდებლო ინიციატივის მეორედ განხილვის დროს, გამოიჩინონ გულისხმიერება, გაითვალისწინონ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება და იხელმძღვანელონ საკუთარი პრინციპით.

 

"მიღებული მითითების მიუხედავად, მინისტრი სანიკიძე ვერ ან არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას და, ჯიუტად, საკითხს ამოწურულად მიიჩნევს. გახმოვანებული არგუმენტი წინასასკოლო მზაობის პროგრამების შესახებ მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.

 

ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებთან და აღმოჩნდა, რომ დასახელებული არგუმენტი იდეის დონეზეა, არ არსებობს დასაბუთებული სახელმწიფო ნება - ხელი შეუწყოს აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ დავზარალდებით და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. ასეთ შემთხვევაში, პროტესტიც დაკარგავს აზრს.

 

მშობლებო, გთხოვთ შემოგვიერთდით. ჩვენი აქტიურობით დავარწმუნებთ პარლამენტარებს, რომ გადაწყვეტილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მინისტრის გაუაზრებელ ახირებას არ უნდა დაეთანხმონ.

 

აქციაზე მოწვეულია კანონპროექტის ინიციატორი, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ცნობილი სახეები.

 

დაზარალებული 20000-მდე ბავშვია… საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამინისტროს ინტერესი ამ სიტუაციაში ერთადერთია - ბიუჯეტში დაზოგოს 8 მლნ. ლარი, ეს გადაწყვეტილება კი ძალიან ცუდად აისახება ჩვენი შვილების მომავალზე.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, აქცია და მისი მოთხოვნები ემიჯნება პოლიტიკურ განცხადებებს და წარმოადგენს დაზარალებული მშობლების პროტესტს მინისტრის გაუაზრებელი ახირების წინააღმდეგ.

 

მშობლებო, ხუთშაბათს, 21 მაისს, 12 საათზე შემოგვიერთდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან!

 

ჩვენს ერთად დგომას შეუძლია ჩვენი პრობლემის მოგვარება!", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !