
თბილისი იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირი გააუქმებდა ვიზებს ქართველებისთვის, სინამდვილეში ეს გადაწყვეტილება გადაიდო პოლიტიკური მიზეზებით. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
გამოცემა წერს, რომ ვიზების გაუქმება ჯერჯერობით ერთადერთი ხელშესახები მიღწევა იქნებოდა ქართველებისთვის. სტატიაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური კრიზისმა, რომელმაც ეროვნული ვალუტა ერთი მესამედით გააუფასურა, ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია და კარი გაუღო რუსეთის გავლენის გაძლიერებას.
"რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, საქართველოს ფარგლებზე ბევრად მეტი შედეგები ექნება, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე განიხილებოდა, როგორც ყველაზე წარმატებული ეკონომიკური რეფორმების ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა", - წერს გამოცემა.