-
2015-05-18 09:40
რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავეები გაიფიცნენ და ამ დროისთვის რუსთავში, გზატკეცილის მიმდებარედ არიან შეკრებილი. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.
ინფორმაციას მუშების გაფიცვის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, რომელიც ერთერთი მუშის კომენტარსაც აქვეყნებს:
"ხელშეკრულება გაგვიფორმდა იმ პირობებში, როდესაც დოლარი 1.65 ლარი ღირდა. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, ხელფასი დაგვრჩა იგივე. უკვე მესამედ ვიფიცებით თანხის გაზრდის მოთხოვნით. შეუძლებელია 20 ლარად ოჯახის შენახვა. იმედი გვაქვს, რომ ჩინელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში კაპიკებად გვამუშავენებ, მთავრობა რამეს ეტყვის და მოგვემატება დღიური შემოსავალი", - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
მუშები ჩინური კომპანიის მიმართ გამოთქვამენ პრეტენზიებს და დღიური ანაზღაურების - 20 ლარის გაზრდას ითხოვენ. კომპანიის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაცია და ფოტო