
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სასტუმრო "ამბასადორთან" ავარიას, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - გარდაცვლილია გოგონა, სამმა მგზავრმა კი დაზიანებები მიიღო.
მომხდარი ავარიის შესახებ "აფხაზეთის ხმას" თვითმხილველმა აცნობა, მოგვიანებით კი ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილია გოგონა, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსში მყოფმა მოქალაქეებმა. სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში სამი დაზარალებული გადაიყვანა.