
„მე ვიყავი სენაკში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. საშინელი სიტუაციაა, მიზანმიმართულად მიდის ხალხის გაღარიბება, მერე კი მოდიან ჭყოიძისნაირები და ხალხს ჰპირდებიან, ვაშლს გაგაყიდინებთო“, -
„რეაქციაში“ ბადრი შუბლაძის ამ ფრაზას მის გვერდით გვერდით მჯდომი „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ლიდერის არჩილ ჭყოიძის უხეში რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც მან ბადრი შუბლაძისკენ გაიწია. მოჩხუბრები სტუდიაში გამოჩენილმა დაცვამ გააშველა.
„რომელი იყავით, ქართულ ხუთჯვრიან დროშას ფეხი რომ ჰკარით, მიმიფურთხებია იმ გორელისთვის, ეგ რომ მოითმინა“, - ფეხზე წამოდგა და დარბაზის „ევრაზიული კავშირის“ მომხრეთა ფლანგს მიმართა ბადრი შუბლაძემ, შემდეგ კი ისევ ჭყოიძეს მიუბრუნდა და დაუკონკრეტა: „შენნაირებისთვისაც მიმიფურთხებია, ვაშლზე რომ ჰყიდით სამშობლოს“.