
გია ჯაჯანიძის შოუში „სხვა რაკურსით“ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის სტატუსით მოწვეულმა „მულატკამ“ აღნიშნა, რომ ვერ გაუგია, საერთოდ რისთვის არიან გეები, რომლებიც „ვერც მრავლდებიან და ვერც ვერაფერს შვრებიან“.
„მულატკას“ ამ რეპლიკას სტუდიაში მყოფთა ნაწილის მხრიდან სიცილი მოჰყვა.
„მე ვემიჯნები „მულატკას“ განცხადებებს, მაგრამ მაქვს უფლება, სტუდიაში მოვიწვიო საზოგადოების წევრები, მულატკა ამ ქვეყნის მოქალაქე და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელია“, - ასე უპასუხა გადაცემის წამყვანმა ერთერთი სტუმრის შეკითხვას, რა მიზნით მოიწვია გადაცემაში „მულატკა“.